თავდაცვის მინისტრმა ავღანეთში ქართველი სამხედროები მოინახულა
თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ 27 აგვისტოს ავღანეთში სტუმრობის დროს ბაგრამის საავიაზიო ბაზაზე ქართველი სამხედროები მოინახულა.
ეს იზორიას პირველი უცხოური ვიზიტია მას შემდეგ, რაც 1 აგვისტოს თავდაცვის მინისტრი გახდა.
საქართველო 861 სამხედრო მოსამსახურით მესამე უმსხვილესი კონტრიბუტორია ნატოს მტკიცე მხარდაჭერის მისიაში ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების (7 006 სამხედრო) და გერმანიის (980 სამხედრო) შემდეგ.
ქართველი სამხედროები, რომელთა მოვალეობებიც უსაფრთხოებასა და სწრაფი რეაგირების ქმედებებზეა ფოკუსირებული, ქაბულში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე და მაზარ-ი-შარიფის სიახლოვეს მდებარე მარმალის გერმანულ სამხედრო ბაზაზე არიან განთავსებულნი.