საქართველომ პირველი პარაოლიმპიური ოქრო მოიპოვა
ძიუდოისტმა ზვიად გოგოჭურმა რიოს პარაოლიმპიურ თამაშებზე 90 კგ წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ეს საქართველოსთვის პირველი ოქროა პარაოლიმპიურ თამაშებზე.
29 წლის გოგოჭურმა 10 სექტემბერს უკრაინელი ოლექსანდრ ნაზარენკო დაამარცხა ფინალში.
საქართველომ პირველად პარაოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა პეკინში 2008 წელს მიიღო.