სასაზღვრო პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა
სასაზღვრო პოლიციის უფროსმა ზურაბ გამეზარდაშვილმა, რომელიც იმავდროულად შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეც იყო, საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.
სოციალურ ქსელში 22 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ის აცხადებს, რომ თანამდებობიდან „პირადი სურვილით“ მიდის, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობს.
ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ შეცვლის გენერალ-მაიორ გამეზარდაშვილს სასაზღვრო პოლიციაში, რომელსაც ის 2013 წლის ნოემბრიდან ხელმძღვანელობდა.