საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მწუხარება გამოთქვა კუბის ყოფილი ლიდერის ფიდელ კასტროს გარდაცვალების გამო.
„ფიდელ კასტრო იყო განსაკუთრებული ლიდერი, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია კუბის სახელმწიფოებრიობის განვითარებასა და მეოცე საუკუნის მსოფლიოზე“, – ნათქვამია პრეზიდენტ მარგველაშვლის სამძიმრის განცხადებაში, „მჯერა, რომ ფიდელ კასტროს სახელი ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს კუბისა და მსოფლიოს ისტორიაში“.
კასტრო, რომელიც კუბის 1950-იანი წლების რევოლუციაში გამარჯვების შედეგად ქვეყანას 1959-2008 წლებში ხანგრძლივად ხელმძღვანელობდა, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა.