საგარეო საქმეთა მინისტრს ერთი ახალი მოადგილე ჰყავს

საგარეო საქმეთა მინისტრის ახალ მოადგილედ ვახტანგ მახარობლიშვილი დაინიშნა, რომელმაც ამ თანამდებობაზე გიგი გიგიაძე შეცვალა, რომელიც დანიაში საქართველოს ელჩად განაგრძობს მუშაობას.

მახარობლიშვილი, რომელიც კარიერული დიპლომატია, დაწინაურებამდე გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის მოადგილედ მუშაობდა.

მიხეილ ჯანელიძის დანარჩენმა ხუთმა მოადგილემ, მათ შორის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა, ასევე დავით დონდუამ, დავით ჯალაღანიამ, ხათუნა თოთლაძემ და ზვიად გონაძემ თანამდებობები შეინარჩუნეს მას შემდეგ, რაც ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების შემდეგ პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილის ბრძანებით ისინი 28 ნოემბერს ხელახლა დაინიშნენ.