ევროკავშირი სამხრეთ ოსეთის არჩევნებს და რეფერენდუმს ‘არ აღიარებს’
„ევროკავშირი არ აღიარებს იმ ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც 9 აპრილს ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები და საქართველოს სეპარატისტული რეგიონის, სამხრეთ ოსეთის სახელის გადარქმევაზე რეფერენდუმი იმართება“, 8 აპრილს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ფედერიკა მოგერინის პრესსპიკერმა განაცხადა.
On the so-called Presidential elections & referendum on amending the name of breakaway region #SouthOssetia #Georgia https://t.co/WFJ4MRFUwF
— Maja Kocijančič (@MajaEUspox) April 8, 2017
„ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის ერთგულებას საქართველოში კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართ, მათ შორის, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე თანათავმჯდომარეობის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მეშვეობით“, – განაცხადა მან.
ევროკავშირი „მტკიცე მხარდაჭერას“ უცხადებს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ამომრჩევლები 9 აპრილს, რეგიონის ახალ ლიდერს ირჩევენ. საპრეზიდენტო არჩევნების პარალელურად ცხინვალში ასევე იმართება ე.წ. რეფერენდუმი რეგიონის სახელწოდების შეცვლის მიზნით, რასაც თბილისში მწვავე კრიტიკა მოყვა.
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის არჩევნები უკვე დაგმეს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ თბილისში, იაპონიამ, პოლონეთმა და უკრაინამ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)