კვირიკაშვილი: ‘ჩვენ პატივს ვცემთ თურქეთის მოსახლეობის არჩევანს’
პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 17 აპრილს, თურქეთის რეფერენდუმის მეორე დღეს, მოკლე განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ ქვეყანა „პატივს სცემს და მიესალმება თურქეთის მოსახლეობის არჩევანს“.
„თურქეთი არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, რომლის სტაბილური განვითარება მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე რეგიონისთვის“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
16 აპრილს გამართული რეფერენდუმი თურქეთის კონსტიტუციაში რადიკალური ცვლილებების შეტანას და საპრეზიდენტო სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს.
რეფერენდუმთან დაკავშირებით ხმის მიცემა საქართველოშიც გაიმართა, რომელშიც თურქეთის მოქალაქეებმა მიიღეს მონაწილეობა. 1789 ამომრჩევლიდან 711-მა მიიღო რეფერენდუმში მონაწილეობა ბათუმსა და თბილისში გახსნილ ორ საარჩევნო უბანზე, სადაც 59.3%-მა თურქეთის მმართველი პარტიის მიერ შემოთავაზებული საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ მისცა ხმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)