2017 წლის მესამე კვარტალში მშპ-ს ზრდამ 4.4% შეადგინა

„საქსტატის“ მიერ ორშაბათს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, საქართველოს ეკონომიკა 2017 წლის მესამე კვარტალში 4.4%-ით გაიზარდა; ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 2.2% იყო.   

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2017 წლის სექტემბერში რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა 5% შეადგინა მას შემდეგ, რაც ივლისში 3.8%-იანი, ხოლო აგვისტოში 4.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

საქართველოს ეკონომიკა 2016 წელს 2.7%-ით გაიზარდა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2009 წლის შემდეგ. საქართველოს ეკონომიკა 2015 წელს 2.9%-ით გაიზარდა, რაც ნაკლებია 2014 წელს არსებულ 4.6%-თან, 2013 წელს არსებულ 3.4%–თან და 2012 წელს არსებულ 6.4%–თან შედარებით.

მთავრობა 2017 წელს 4%-იან, ხოლო 2018 წელს 4.5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს.

This post is also available in: English (ინგლისური)