პრემიერ-მინისტრმა ახალი საპარლამენტო მდივანი დანიშნა


ნათია მიქელაძე და შალვა თადუმაძე, 18 აპრილი, 2018. ფოტო: gov.ge

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 19 აპრილს ნათია მიქელაძე მთავრობის ახალ საპარლამენტო მდივნად დანიშნა, რომელმაც ამ პოსტზე შალვა თადუმაძე შეცვალა. ამ უკანასკნელს  საპარლამენტო მდივნის თანამდებობა 2012 წლის ოქტომბრიდან ეკავა.

მიქელაძე, რომელიც მანამდე მთავრობის საპარლამენტო მდივნის მოადგილე იყო, წინა წლებში ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საუბრისას პრემიერ-მინისტრმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მიქელაძეს „ძალიან მდიდარი გამოცდილება აქვს საჯარო სექტორში“ და რომ ის „წარმატებით გაართმევს თავს“ თავის ახალ ამოცანებს. 

მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობა 12 აპრილს გახდა ვაკანტური მას შემდეგ, რაც შალვა თადუმაძე მთავრობის ადმინისტრაციის ახალ უფროსად დაინიშნა.

This post is also available in: Русский (რუსული)