ჰომოფობიის წინაამღდეგ
თბილისში 17 მაისს ჰომოფობიის და ტრანსფობიის საწინააღმდეგო საერთაშორისო დღის აღსანიშნავად რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა. ეს პირველი ამ ტიპის ქუჩის შეკრება იყო დედაქალაქში. ღონისძიების ორგანიზატორი იყო სექსუალურ უმცირესობათა უფლებების დამცველი ჯგუფი „ასოციაცია ინკლუზივი“. ჰომოსექსუალობა, რომლის დეკრიმინალიზაციაც საქართველოში 2000 წელს მოხდა, ზოგადად „ამორალურად“ ითვლება საქართველოში და ტაბუდადებულ თემად რჩება.