ბათუმი

პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც ერთ დროს ბათუმს თავისი „ქალიშვილი“ უწოდა, შავი ზღვის ეს კურორტი თავისი კამპანიის ნაწილად გადააქცია, რომელიც საქართველოს ტურისტულ ზონად გადაქცევას ისახავს მიზნად; მისი თქმით, ეს კამპანია მიზნად ისახავს იმ „მონის ფსიქოლოგიის“ დანგრევას, რომელსაც რუსეთი წლების მანძილზე ნერგავდა, რათა აეძულებინა ქართველები დაეჯერებინათ, რომ მათგან არაფერი გამოვიდოდა. სააკაშვილი საქართველოში სტუმრად ჩამოსულ ბევრ უცხოელ მაღალჩინოსანს ბათუმში იღებს, პირადად ათვალიერებინებს მათ ქალაქს და მიმდინარე ან დაგეგმილ პროექტებს აცნობს. როდესაც ერთ–ერთმა კრიტიკოსმა ბათუმის სახეცვლილებას „კიჩი“ და „არქიტექტურული ბიჟუტერია“ უწოდა იმ მოტივით, რომ ეს პროცესი ბევრ შემთხვევაში თითოეული ინდივიდუალური ქალაქის ადგილობრივი ურბანული არქიტექტურის იდენტურობას და აუთენტურობას აყენებს ზიანს, სააკაშვილმა ბათუმში სასტუმრო Radisson Blu–ს გახსნისას უპასუხა: „ვაი, თქვენ პატრონს“.