თბილისში სტივ ჯობსის ხსოვნას პატივი მიაგეს
6 ოქტომბერს თბილისის რიყის პარკში სტივ ჯობსის თაყვანისმცემლები შეიკრიბნენ, რათა Apple–ის თანადამფუძნებლისთვის, რომელიც ოთხშაბათს გარდაიცვალა, პატივი მიეგოთ. აქციის ორგანიზატორი იყო iPhone+, დედაქალაქში Apple–ის ერთ–ერთი არალიცენზირებული საცალო გამყიდველი.