მცხეთობა

14 ოქტომბერს ათასობით ადამიანი იკრიბება ქალაქ მცხეთაში რელიგიური დღესასწაულის „სვეტიცხოვლობის“ აღსანიშნავად. ლეგენდის მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი სწორედ მაშინდელ დედაქალაქში, მცხეთაში ჩამოიტანეს. იმ ადგილას კი, სადაც კვართია დაკრძალული, სვეტიცხოველი ააგეს. ეს ქრისტიანული დღესასწაული სვეტიცხოველში იმართება, რომელიც სიდიდით მეორე ტაძარია ქვეყანაში თბილისის სამების საკათედრო ტაძრის შემდეგ.