ცესკო: 17 საათისთვის ხმა ამომრჩევლის 38.16 %-მა მისცა
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 17 საათისთვის, არჩევნებში მონაწილეობა 1 337 284 ამომრჩეველმა მიიღო, რაც ამომრჩევლების საერთო რაოდენობის 38.16 %-ია.
ცესკოს მონაცემებით, ყველაზე მაღალი აქტივობდა – 53.6 % ამბროლაურში დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი – 28.7 % მარნეულში. რაც შეეხება თბილისს, 17 საათისთვის, აქ ამომრჩეველთა აქტივობა 36.2 % იყო.
2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე, 17 საათის მდგომარეობით, არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩევლის 39.1 %-მა მიიღო.
საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, საქართველოს მასშტაბით, საარჩევნო უბნები დილის 8 საათზე გაიღო და ზუსტად საღამოს 8 საათზე დაიხურება. ამის შემდეგ, ხმების დათვლის პროცესი დაიწყება.
ეს ბოლო არჩევნებია, როდესაც მოსახლეობა ქვეყნის პრეზიდენტს პირდაპირი წესით აირჩევს. ახალი კონსტიტუციით, რომელიც ძალაში ახალი პრეზიდენტის ფიცის დადებიდან შევა, პრეზიდენტს 300 წევრიანი საარჩევნო კოლეგია აირჩევს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)