საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2018 წლის იანვარ-ნოემბერში
„საქსტატის“ მიერ 19 დეკემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2018 წლის პირველ თერთმეტ თვეში, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 18.6 %-ით გაიზარდა და 11.32 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.
2018 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტის მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 24 %-ით გაიზარდა და 3.03 მილიარდი აშშ დოლარი გახდა. იმპორტის მოცულობა 16.8 %-ით გაიზარდა და 8.29 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი, 5.25 მილიარდი აშშ დოლარი იყო.
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 2018 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს სავაჭრობრუნვა 16.9 %-ით გაიზარდა და 3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელი 658.9 მილიონი აშშ დოლარია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 12 %-იანი ზრდაა. ევროკავშირიდან იმპორტის მოცულობა კი, 18.4 %-ით გაიზარდა და 2.4 მილიარდი აშშ დოლარის ტოლი გახდა.
2018 წლის იანვარ-ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დსთ-ის ქვეყნებთან ვაჭრობა 27.3 %-ით გაიზარდა და 3.9 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი დსთ-ის ქვეყნებში 44 %-ით გაიზარდა და 1.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 18.9 %-ით გაიზარდა და 2.5 მილიარდი აშშ დოლარი გახდა.
2018 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, 1.6 მილიარდი აშშ დოლარით თურქეთი კვლავ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება, შემდეგ მოდის რუსეთი, ჩინეთი და აზერბაიჯანი 1.3 მილიარდი, 967 მილიონი და 942.9 მილიონი აშშ დოლარით.
მათ მოყვება: უკრაინა – 619.9 მილიონი აშშ დოლარით, სომხეთი – 508.7 მილიონი აშშ დოლარით, ამერიკის შეერთებული შტატები – 468.5 მილიონი აშშ დოლარით, გერმანია – 431.4 მილიონი აშშ დოლარით, ბულგარეთი – 408.8 მილიონით აშშ დოლარით და საფრანგეთი – 259.3 მილიონით აშშ დოლარით.
435.8 მილიონი აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი აზერბაიჯანია, შემდეგ მოდის რუსეთი, სომხეთი და ბულგარეთი 393.6 მილიონი, 260 მილიონი და 242.8 მილიონი აშშ დოლარით.
იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი და აზერბაიჯანია, 1.3 მილიარდი, 861.2 მილიონი, 776.9 მილიონი და 507 მილიონი აშშ დოლარით.
2018 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი 461.4 მილიონი აშშ დოლარით სპილენძის მადნები დაკონცენტრანტები იყო (მთლიანი ექსპორტის 15.2 %). შემდეგ მოდის: მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი – 356.6 მლნ აშშ დოლარი(მთლიანი ექსპორტის 11.8 %); ფეროშენადნობები – 318.8 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 10.5 %); ღვინო – 178.9 მლნ აშშ დოლარი(მთლიანი ექსპორტის 5.9 %); სიგარეტი – 133.3 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 4.4 %); სამკურნალო საშუალებები – 131.4 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 4.3 %); სპირტიანი სასმელები – 119.3 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 3.9 %); მინერალური წყლები – 100.2 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 3.3 %); აზოტოვანი სასუქები – 85.7 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 2.8 %); ოქრო – 65.6 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 2.2 %); დანარჩენი საქონელი – 1.1 მილიარდი აშშ დოლარი (მთლიანი ექსპორტის 35.7 %).
2018 წლის იანვარ-ნოემბერში ნავთობი და ნავთობპროდუქტები 794.4 მილიონი აშშ დოლარით საიმპორტო სიის სათავეშია (მთლიანი იმპორტის 9.6 %). შემდეგ მოდის: მსუბუქი ავტომობილები – 533.1 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 6.4 %); სპილენძის მადნები დაკონცენტრანტები – 378.7 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 4.6 %); სამკურნალო საშუალებები – 300 მლნ აშშ დოლარი (მთლიანიიმპორტის 3.6 %); ნავთობის აირები – 247.2 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 3 %); სატელეფონო აპარატები – 174.6 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 2.1 %); სიგარეტები – 165.4 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 2 %); გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 122.8 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 1.5 %); ხორბალი – 107.4 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 1.3 %); აირის ტურბინები – 82.8 მლნ აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 1 %); დანარჩენი საქონელი – 5.4 მილიარდი აშშ დოლარი (მთლიანი იმპორტის 64.9 %).
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)