საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2019 წლის იანვარ-მარტში

„საქსტატის“ მიერ 15 აპრილს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2019 წლის პირველ კვარტალში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.1%-ით შემცირდა და 2.8 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

2019 წლის იანვარ-მარტში ექსპორტის მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.8%-ით გაიზარდა და 826 მილიონი აშშ დოლარი გახდა. იმპორტის მოცულობა 4.7%-ით შემცირდა და 2 მილიარდ აშშ დოლარს გაუტოლდა, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი – 1.2 მილიარდი აშშ დოლარი იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)