ონის ებრაელთა თემი მთავრობის თავმჯდომარეს მიესალმება

გაზ. „საქართველო“, 1919 წლის 5 ოქტომბერი, №215.

დღეს ონის ებრაელობა დიდის ზეიმით შევიდა ახლად აგებულ შენობაში – ებრაულ შკოლა თალმუდთორაში და ერთ-ხმად დაადგინა მოგესალმოთ თქვენ აღმატებულებას, როგორც საქართველოს ყველა ერების საამაყო უფროსსა და სამშობლოს დიდ მფარველს [ნოე ჟორდანიას] და გამოსთქვამენ იმედს, რომ გამოზრდიან ამ ებრაულ სასწავლებელში როგორც მთლიანი ებრაელობის, აგრეთვე სამშობლო საქარველოს და მის დემოკრატიული მთავრობის ერთგულ შვილებს, იმ იმედით, რომ განხორციელდეს თქვენი უმაღლესი იდეალები, რომელიც საბედნიეროა ყველა ერებისათვის და მიანიჭებს საქართველოს ებრაელობას სრულ ეროვნულ კულტურულ ავტონომიას.

რაბინი დავით ბააზოვი