მთავრობა სკოლებში ტანვარჯიშის სწავლებით ინტერესდება
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 7 აგვისტო, N174.
ცირკულარი ქალთა და ვაჟთა სასწავლებლების უფროსებს
აღძრულ საჭიროების გამო გთხოვთ, რაც შეიძლება სასწრაფოთ, წარმოადგინოთ სამინისტროში შემდეგი ცნობები:
- არსებობს თუ არა თქვენდამი რწმუნებულ სასწავლებლებში ტანთვარჯიშობისთვის სპეციალურად მიჩნეული დარბაზი და დადებით შემთხვევაში, რა სიგრძისა, სიგანის და სიმაღლისაა ეს დარბაზი?
- რამდენია და რა ტანვარჯიშობის იარაღი მოეპოვება სასწავლებელს?
- ვის აქვს ჩაბარებული ტანვარჯიშობის გაკვეთილები, რა სისტემით ასწავლის და რა სპეციალური განათლება აქვს მიღებულ მასწავლებელს?
- რამდენი გაკვეთილია მიჩნეული ტანვარჯიშობისათვის თითოეულ კლასში და რა პროგრამის სწარმოებს საგნის სწავლება?
- თუ ამჟამად სასწავლებელს არ მოეპოვება ტანვარჯიშობისათვის ცალკე დარბაზი მოსახერხებელია თუ არა სასწავლებლის შენობაში მოეწყოს ასეთი დანიშნულების რომელიმე ოთახი?
ტანვარჯიშობის მთავარი ინსტრუქტორი
გიორგი ეგნატაშვილი