საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს ახალი უფროსი ჰყავს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის აწ უკვე ყოფილი მოადგილე ვაჟა სირაძე დაინიშნა.

ვაჟა სირაძემ ამ პოსტზე მიხეილ დილიმაშვილი შეცვალა, რომელიც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს 2019 წლის იანვრიდან ხელმძღვანელობდა. შსს-ს ინფორმაციით, დილიმაშვილი აჭარის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის პოსტს დაიკავებს.

ასევე ნახეთ: