დემოკრატიული რესპუბლიკა 50 ახალგაზრდას აფინანსებს საზღვარგარეთ განათლების მისაღებად

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 9 ნოემბერი, N254

საზღვარ-გარეთ ახალგაზრდების გაგზავნა

სია გასაგზავნ ახალგაზრდებისა

მიმდინარე წლის 1 ნოემბერს სახალხო განათლების მინისტრის ნოე რამიშვილის თავმჯდომარეობით შესდგა სხდომა იმ საუწყებათშორისო კომისიისა, რომელსაც დამფუძნებელ კრების მიერ 8 ივლისს მიღებულ დეკრეტის თანახმად, დავალებული ჰქონდა შეემუშავებინა წესი ორ მილიონ თანხის განაწილებისა და შემდეგ გაეგზავნა კიდეც საზღვარ-გარეთ სპეციალურ სწავლა-განათლების მისაღებად ან ცოდნის შესაძენად ქართველი ახალგაზრდები.

ამ სხდომაზე პირველ ყოვლისა გამოტანილ იქნა შემდეგი სავალდებულო ყველა სახელმწიფო სტიპენდიანტებისათვის დადგენილება: დაუბრკოლებლივი გამგზავრება საზღვარ-გარეთ სასწავლებლად შეუძლიანთ მხოლოდ იმ პირთ, ვისაც სამხედრო ბეგარა უკვე მოხდილი აქვთ ანდა ვინც წარმოადგენს სათანადო საბუთს სამხედრო ბეგარის მოხდა უწევთ და ვერ წარმოადგენენ მოწმობას განთავისუფლებისას, და ირიცხებიან კანდიდატთა სიაში და გაიგზავნებიან საზღვარ-გარეთ სამხედრო ბეგარის მოხდის შემდეგ.

საუწყებათაშორისო კომისიამ იქონია მსჯელობა აგრეთვე ამაზედაც, სავალდებულო იყოს თუ არა სახელმწიფო სტიპენდიანტისათვის შემდეგ სწავლის დასრულებისა რომელსამე სახელმწიფო დაწესებულებაში სამსახური და, თუ, სავალდებულო იქნება, რა დროით (ვადით) უნდა განისაზღვროს ეს სავალდებულო სამსახური. აზრთა მცირე გაზიარების შემდეგ კომისიამ ერთხმად დაადგინა: სახელმწიფო სტიპენდიანტი მოვალეა სახელმწიფოს მოთხოვნილებისამებრ იმსახუროს თვითოეულ სასტიპენდიო წელიწადისთვის ორი წელიწადი იქ, სადაც სათანადო უწყება საჭიროდ დაინახავს სამსახურს.

დასასრულს საუწყებათაშორისო კომისიამ განიხილა მცირე კომისიისაგან შემუშავებული სია ღირსეულ კანდიდატებისა და ამ სიის მიხედვით დაამტკიცა და სტიპენდია მიუსაჯა შემდეგ პირებს, რომელთა სია აქვე მოგყავს.

მიწათ-მოქმედების სამინისტროს კანდიდატები:

  1. ჯანაშია ნიკოლოზ (უკვე საზღვარ-გარეთაა).
  2. ციცქიშვილი  ვასილ მიხეილის ძე.
  3. ცქიტიშვილი შალვა იაკინეთის ძე.
  4. იოსელიანი ნიკოლოზ პავლეს ძე.
  5. მაყაშვილი დავით გიორგის ძე.
  6. ლეონიძე ლეონ ნიკოლოზის ძე (ბეითალი).
  7. ნიჟარაძე ვლადიმერ ალექსანდრეს ძე.
  8. გაბელია ნესტორ სპირიდონის ძე.
  9. კვარაცხელია პავლე დიმიტრის ძე.
  10. ანდრონიკაშვილი აქაზ.
  11. ბაირამაშვილი არჩილ აბელის ძე (ინგილო).
  12. რამიშვილი იაკობ ისიდორეს ძე.
  13. კანდელაკი არქიპო ლავრენტის ძე.
  14. ლეშქაშელი გიორგი დავითის ძე.
  15. ცისკარიშვილი ვასილ დიმიტრის ძე.
  16. გიორგაძე ამბერტ.

გზათა სამინისტროს კანდიდატები:

  1. ყიფიანი როსტომ პავლეს ძე (უკვე საზღვარ-გარეთაა).
  2. ლეჟავა ნიკოლოზ.
  3. პირმაქსეზოვი ალექსანდრე მიხეილის ძე.
  4. მაჭავარიანი მიხეილ ივანეს ძე.
  5. ზილმანი პავლე გოლდემარის ძე.
  6. ზერეკიძე ილია პავლეს ძე.
  7. მაყაშვილი ალექსანდრე.
  8. მასხულია ტარასი მაქსიმეს ძე.

ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის სამინისტროს კანდიდატები:

  1. მაღლაკელიძე მიხეილ ლეონის ძე.
  2. ნაზარიშვილი ალექსანდრე დავითის ძე.
  3. მესხი ნიკოლოზ სერგის ძე.
  4. ჩხენკელი ივანე.
  5. კობახიძე კონსტანტინე ივანეს ძე.
  6. მგელაძე გიორგი კირილეს ძე.
  7. მექანარაშვილი არჩილ იოსების ძე.
  8. მიხელიძე სოფრონ ანტონის ძე.
  9. თალაკვაძე ერმონკრატ ისესეს ძე.
  10. წულეისკირი მირონ ისიდორეს ძე.
  11. მესხი გიორგი კონსტანტინეს ძე.
  12. ჩიტაძე ვასილ შიოს ძე.
  13. ნიკურაძე ივანე ილიას ძე.
  14. ხუნდაძე მიხეილ სიმონის ძე.
  15. რამიშვილი ბიძინა ირაკლის ძე (უკვე საზღვარ-გარეთაა).

სამხედრო სამინისტროს კანდიდატი:

  1. ქართველიშვილი ალექსანდრე მიხეილის ძე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს კანდიდატები:

  1. ნანეიშვილი გიორგი ალექსანდრეს ძე.
  2. ჩხენკელი პეტრე (კიტა) ივანეს ძე.
  3. იმნაიშვილი მოსე ბესარიონის ძე.
  4. ნოზაძე ვიკტორ.
  5. იაშვილი პავლე.
  6. კალანდარიშვილი ირაკლი კონსტანტინეს ძე.
  7. ახმეტელაშვილი მიხეილ კონსტანტინეს ძე (ნახევარ-სტიპენდია).

შრომის სამინისტროს კანდიდატი:

  1. ნარსაია იპოლიტე.

განათლების სამინისტროს და ინსტიტუტების კანდიდატები:

  1. ჯანელიძე ალექსანდრე.
  2. ბელაზანია ბარნაბ.

ამ სიის მიხედვით საუწყებათაშორისო კომისიამ სტიპენდია დაუნიშნა 50 კაცს, რომელთა შორის 4 ამ ჟამად უკვე საზღვარ-გარეთ იმყოფება.

საუწყებათშორისო კომისიის დადგენილების თანახმად, სახალხო განათლების სამინისტრო წინადადებას აძლევს თითოეულ სიაში მოხსენიებულ სტიპენდიანტს გამოცხადდეს სათანადო უწყებაში, სადაც ის მიიღებს ინსტრუქციას და საჭირო ცნობებს, ხოლო განათლების სამინისტროში ევალება წარადგინოს მოწმობა სამხედრო ბეგარასთან დაკავშირებულის შესახებ, ურომლისოდ მისი გაგზავნა საზღვარ-გარეთ შეუძლებელი იქნება.