ოკუპირებული ცხინვალის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ 28 დეკემბერს გავრცელებული ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის მიერ დაკავებული ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელსაც ახალგორის ე.წ. რაიონულმა სასამართლომ 20 დეკემბერს 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა, თავისუფალია და იგი ამჟამადა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.
პატრიოტთა ალიანსის დეპუტატმა ირმა ინაშვილმა საოკუპაციო ხაზთან ახლოს მდებარე სოფელ ერგნეთიდან თქვა, რომ გაფრინდაშვილი მათი აქტიურობის, რუსეთის დუმის დეპუტატების აქტიური ჩართულობისა და მხადაჭერის შედეგად გაათავისუფლეს.
პარალელურად, ოკუპირებული ცხინვალის მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ გაფრინდავილი რეგიონის ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)