ახალციხის ერობა აქტიურ საქმიანობას შეუდგა
გაზ. ერთობა, 1920 წლის 6 თებერვალი, N28
ახალციხის ერობაში
ახალციხის ერობის მუშაობა განსაკუთრებულ პირობებში სწარმოებს. ეს მხარე მეტად ჩამორჩენილია საქართველოს სხვა კუთხეებთან შედარებით აქაურ ხალხს ჯერ წარმოდგენა არა აქვთ თვითმმართველობაზე, ამის გამო სამართლიანია, რომ ახალციხის ერობას მეტი დახმარება უნდა მეზობელ მხარეებიდან და მთავრობისაგან. აგრეთვე აქაურ ერობას არავითარი ქონება არ მიუღია არსებულ სხვა ორგანიზაციებიდან, როგორც სხვა ერობებს, რადგან ეს მხარე მრავალ ომების გამო განადგურებულია. მთავრობისაგან გადადებულ თანხის რაოდენობა, რომელიც ერობამ მიიღო გამოიხატება მხოლოდ 120 ათას მანეთში. ერობის მუშაობა ამ ჟამათ მიმართულია ორგანიზაციულ მოწყობისაკენ, დაქირავება საიმედო და გამოცდილ მოსამსახურე თანამშრომლობისა – ეს მეტად ხელს შეუწყობს ერობის ნაყოფიერ მუშაობას.
შიმშილობა უკვე დაიწყო მაზრაში, სათესლეც არ იშოვება. ამის გამო ერობის გამგეობამ უკვე აღძრა მთავრობაში შუამდგომლობა ორი ვაგონი სიმინდის დათმობის შესახებ.
ერობამდე აიწყო მაზრას სკოლების ჩამორება (ჩამოვლა); სკოლების მდგომაროება სატირალია, – შენობები სრულიად განადგურებულია. უკანასკნელ ხანებში მთავრობამ შეუდგა მათ განახლებას, ეხლა კი ერობას მაზრა აქვს უკანასკნელად აღადგინოს სკოლები. ერობამ მიიღო ზომები ახალციხის ფოსტის მოსვლის საქმე თავზე იდოს, რადგან უკანასკნელ დღეს კერძო პირს აქვს მეტად ფერხდება სწრაფად ფოსტის მოძრაობა.
გზების საქმეც უნუგეშოთაა მაზრაში. ერობამ უკვე მიიღო ეს გარემოება მხედველობაში და დაიწყებს გზების შეკეთებას, ხიდების აგებას და სხვა. ტეხნიკოსი უკვე მოწვეულია, მოწვეული იქნება აგრეთვე ინჟინერი.
მაზრაში არსებობს რამდენიმე საავათმყოფო, მაგრამ ყველა მათგანი, აწყურის გარდა ომის გამო განადგურებულია. ერობა შეუდგა დატაცებულ სამკურნალოს ნივთების სოფლებში შეგროვებას. საავათმყოფოების უფროსი ექიმი უკვე მოწვეულია და გამომუშავებული იქნება სამოქმედო გეგმა.
ადმინისტრაცია ჯერ დამოუკიდებლად მოქმედობს მაზრაში, ერობის ხელში არ გადმოსულა.
ერობამ მიიღო სამიწად-მოქმედო სამინისტროსაგან 200 000 მანეთი სათესლე ხორბალის შესაძენათ.
მაზრაში არსებობდა ყველის ქარხანა, რომელიც დღეს გაუქმებულია, ერობამ მოიწვია სპეციალისტი ქარხნის გასაახლებლად, განზრახულია მისი გახსნა. აგრეთვე ერობას განზრახული აქვს გახსნას კარტოფილის ფქვილის ქარხანა.