პრეზიდენტმა ცხრა მსჯავრდებული ქალი შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 7 აპრილს, ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით შეწყალების აქტი გამოსცა და ცხრა მსჯავრდებული ქალი შეიწყალა.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ყველა მსჯავრდებულს ერთი, ან მეტი არასრულწლოვანი შვილი ჰყავს, მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები კი – ძალადობრივ დანაშაულთა კატეგორიას არ განეკუთვნება.
ამავე ინფორმაციის თანახმად, ცხრავე მსჯავრდებული პენიტენციურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს.
ახალი ბრძანებულების თანახმად, პრეზიდენტი თავის უფლებამოსილებას მხოლოდ „განსაკუთრებული და გამორჩეული ინდივიდუალური საქმეების შემთხვევაში“ გამოიყენებს.
ძველი რეგულაციისგან განსხვავებით, შეწყალების ახალ წესში განისაზღვრა, რომ მსჯავრდებულის შეწყალებამდე, პრეზიდენტი, პატიმრის ჯანმრთელობის და ოჯახურ მდგომარეობასთან ერთად, მხედველობაში მიიღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივს და მიყენებულ ზიანს. ის ასევე იმასაც გაითვალისწინებს, შეიცავდა თუ არა ჩადენილი დანაშაული „განსაკუთრებულ საზოგადოებრივ საშიშროებას“.
ასევე წაიკითხეთ:
- პრეზიდენტი პატიმრებს ახალი წესით შეიწყალებს
- პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პატიმართა შეწყალების ახალი წესის შემუშავებაზე იმსჯელეს
- პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი შეწყალების საკითხზე ბრალდებებს პასუხობს
- პროკურატურამ მსჯავრდებულთა შეწყალების საქმეზე გამოძიება დაიწყო
- სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს
- პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯრომარეს შორის შეწყალების თემაზე დაპირისპირება გრძელდება
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)