ზალკალიანი აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის შესახებ ევროკავშირის საბჭოს დასკვნას მიესალმა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მიესალმა ევროკავშირის საბჭოს დასკვნას აღმოსავლეთ პარტნიორობის 2020 წლის შემდგომი პოლიტიკის შესახებ და მას „ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი“ უწოდა, რომელიც „საფუძვლად დაედება აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტს“.
„ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვიმუშავეთ პარტნიორებთან იმისთვის, რომ ყველა ჩვენთვის პრიორიტეტული მიმართულება ასახულიყო აღნიშნულ დოკუმენტში“, – განაცხადა ზალკალიანმა.
საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, დოკუმენტში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხებია ასახული, როგორებიცაა: საქართველოს ევროპული მისწრაფება და ევროპული არჩევანი, ასევე დადასტურებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა, ხოლო ევროკავშირის ჩართულობა კონფლიქტების მოგვარების კუთხით, გამოყოფილია როგორც პრიორიტეტი. ზალკალიანმა ასევე აღნიშნა, რომ დოკუმენტში ხაზგასმულია სატრანსპორტო და ენერგეტიკული კავშირების გაღრმავების აუცილებლობა, რაშიც „მნიშვნელოვან როლს ასრულებს შავი ზღვა და შავი ზღვის რეგიონი“.
Welcome FAC conclusions on t/ future of EaP that reaffirm its strategic importance 4 EU reconfirm our Aspirations & t/ pledge 4 further alignment w/EU market. 🇬🇪stays committed 2 goals of EaP &shares call to make this policy more ambitious Looking forward 2 upcoming EaP Summit.
— David Zalkaliani (@DZalkaliani) May 11, 2020
„რაც ყველაზე მთავარია, დოკუმენტში საუბარია იმაზე, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ევროკავშირისთვის და ჩვენ ეს გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალ სამიტზე მიღებული საბოლოო დეკლარაცია იქნება ყოვლისმომცველი და დაფარავს ჩვენთვის მნიშვნელოვან ყველა ძირითად მიმართულებას“, – დასძინა მინისტრმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)