საქსტატი: აპრილში მშპ 16.6%-ით შემცირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 29 მაისს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, აპრილში ქვეყნის მშპ, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16.6%-ით შემცირდა.

მარტში ეს მაჩვენებლი -2.7% იყო, მას შემდეგ, რაც იანვარსა და თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდებთან შედარებით, მშპ-ის ზრდამ 5.1% და 2.2% შეადგინა.

„2020 წლის აპრილში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში“, – განმარტავენ საქსტატში და დასძენენ, რომ „ზრდა დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში“.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურისვე ინფორმაციით, მშპ-ის 2020 წლის პირველი ოთხი თვის საშუალო მაჩვენებელი -3.6 პროცენტია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)