ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.25%-მდე შეამცირა
კოვიდ-19-ის პანდემიის ფონზე ეკონომიკის წასახალისებლად, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის 24 ივნისის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით – 8.25%-მდე შემცირდა.
მაისში წლიურმა ინფლაციამ 6.5% შეადგინა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, წლის დარჩენილ პერიოდში ინფლაციას შემცირების ტენდენცია ექნება და 2021 წლის პირველ ნახევარში მიზნობრივ დონემდე, 3%-მდე დავა.
„ვირუსის გავრცელების შეკავების ღონისძიებებმა ზოგიერთი საქონლისა და მომსახურების მიწოდების ხარჯების ზრდა გამოიწვია. თუმცა აღნიშნულს ინფლაციის მაჩვენებელზე მხოლოდ მოკლევადიანი გავლენა აქვს“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა გადაწყვიტა, რათა პანდემიის შედეგად დაზარალებული ეკონომიკის სწრაფ გაჯანსაღებას შეუწყოს ხელი.
„საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს მომავალშიც დააკვირდება და, ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს“, – ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2020 წლის 5 აგვისტოს ჩატარდება.
ასევე წაიკითხეთ:
- ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-მდე შეამცირა
- ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 9%-ზე დატოვა
- ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად დატოვა
- ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 9%-მდე გაზარდა
- ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 8.5%-მდე გაზარდა
- ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7.5%-მდე გაზარდა
- ეროვნული ბანკის ჩარევამ ლარი მცირედით გაამყარა
- ლარი დოლართან მიმართებით ისტორიულ მინიმუმზეა
- ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 6.5%-ზე დატოვა
- ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 6.75 %-მდე შეამცირა
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)