საქსტატი: აგვისტოში წლიური ინფლაცია 4.8% იყო
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 3 სექტემბერს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, აგვისტოში წლიური ინფლაცია 4.8% იყო, წინა თვესთან შედარებით კი, ინფლაციის დონემ -0.02 % შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, წლიური ინფლაციის ჩამოყალიბებაზე გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 9.2%-ით გაიზარდა, ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ჯგუფში ფასების მატებამ 8.9% შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც თამბაქოს ნაწარმზე (13.4%), ისე – ალკოჰოლურ სასმელებზე (5.2%).
ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებელზე ძირითადი გავლენა კი შემდეგ ჯგუფებში ფასების ცვლილებამ იქონია: სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები 0.5%-ით შემცირდა, ტრანსპორტის ჯგუფში კი ფასები 1.1 %-ით გაიზარდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)