საქართველოს პრეზიდენტი სომხეთსა და აზერბაიჯანს მშვიდობისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდა მას შემდეგ, რაც 27 სექტემბრის დილით მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებები დაიწყო.

Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეშფოთებას გამოხატავს ორ მეზობელ ქვეყანას შორის დაპირისპირების განახლების თაობაზე.

„ჩვენს რეგიონში სტაბილურობა და მშვიდობა საერთო მიზანი უნდა იყოს“, აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

რამდენიმე დღით ადრე, 24 სექტემბერს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან შეხვედრისას, სალომე ზურაბიშვილმა გამოხატა საქართველოს მზაობა, სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობების ნების შესაბამისად შეასრულოს პლატფორმის როლი მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)