საქსტატი: აგვისტოში ქვეყნის ეკონომიკა 5.3%-ით შემცირდა
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 30 სექტემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, 2020 წლის აგვისტოში, გასული წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 5.3%-ით შემცირდა.
„კლების ტენდენცია გამოვლინდა თითქმის ყველა სექტორში, გარდა სამთომოპოვებითი მრეწველობისა, სადაც ზრდის ტენდენცია დაფიქსირდა“, – განაცხადა საქსტატმა.
2020 წლის პირველ რვა თვეში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი 5.6%-ით შემცირდა. ივლისში ქვეყნის ეკონომიკა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.8%-ით, ივნისში 7.7%-ით, მაისში 13.5%-ით, აპრილში 16.6%-ით და მარტში 2.7%-ით შემცირდა. თებერვალსა და იანვარში კი – გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მშპ 2.2% და 5.1%-ით გაიზარდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)