1920 წლის ოქტომბერი: მიმართვა ქართველ მუსულმანთა მიმართ
გაზ. ბათომის ფურცელი, 1920 წლის 15 ოქტომბერი, N29
ქართველ მუსულმანთა საყურადღებოდ
წარმოიდგინეთ პატივცემულო მოქალაქენო 1000-სჯერ ჩვენი ხალხის მოტყუება მტერთაგან დავალებულ ავანტიურისტების მიერ. ჩვენ გვესმის: „ხალხი აზვირთდა, ხალხი აღსდგა, ხალხი მოქმედებსო? სწორეთ რომ საკვირველებაა? ჩვენ გვესმის: „ხალხი ემსახურება ნაციას, მათ სურთ თავისუფლება და ამისათვის იბრძვისო? ჩვენ კი არ ვდილობთ? ჩვენ ვაფრიალებთ დროშას ტანჯვის ზვირთებისაგან აღმართულს.
ხალხი აღსდგაო, ჩვენ კი დამდგრი ვართ განა? ჩვენ , ერთ წერტილზე უნდა ვიქნეთ გაჩერებული კულტურის მხრივ? ეს როგორ მოხდება? ჩვენი ძველები განა ამას ემსახურებოდენ? ჩვენ მესხეთის შვილები ვიყავით, რომ ვიცავდით დედა საქართველოს დამოუკიდებლობას მის მტრებისაგან. ჩვენი ძველები ზრდიდენ ძლევამოსილ მხედრობას, მსოფლიო გენიოსებს. გაიხსენეთ ეს დღეს.
ხალხი მოქმედებსო? და ჩვენ განა გვძინავს! ჩვენ ოფლით არ ვრწყავთ? ჩვენ არ ვიბრძვით თავისუფლების შემბოჭველ ავანტიურების წინააღმდეგ? სწორედ რომ საკვირველებაა! გვეუბნებიან ისინი ნაციას, თავის მიზანს ემსახურებიანო! ჩვენ განა მიზანს არ ვემსახურებით, ჩვენ ქართველები არა ვართ! სირცხვილი ძმებო! ზიზღი სიყალბეს! – გაქრეს მრუდე გზით მავალნი.
თავისუფლება სურთო? და ჩვენ განა ჭერ ქვეშ ცხოვრება გვინდა? ბორკილების გაყრა? ჯოჯოხეთის ალში გახვევა?!!! ნუ აყვებით ფეხის ხმას, მოიხედეთ უკან.
ბატონებო! დღეს მიზანს მივაღწიეთ. ძმას ძმა ამოუდგა გვერდში, დედას შვილი ჩაუვარდა კალთაში. მძიმე ცხოვრების ჭაპანს დღეს ერთად ვსწევთ. ერთი ინტერესებისათვის ვიბრძვით. მიზანი მიღწეულია, მაგრამ დღეს ორი აზრი ტრიალებს. ერთის „რომ საქართველოსთან შეერთების მოღვაწეებს ზოგს ავტონომია არ სურთ და ზოგიც ავტონომიისათვის ცდილობსო“? არც ერთი და არც მეორე სიმართლეს არ შეეფერება. ჩვენ ვმუშაობდით ქართველ მუსულმანთა განმანთავისუფლებელ კომიტეტში, პოლიტიკურ და ეროვნების საკითხების განსამტკიცებლად. დღეს ეს საქმე მორჩენილია. ჩვენ თავისუფალი ვართ მათგან. ჩვენ დღეს ვიწყებთ იდეალურ მუშაობას ჩვენი ბედ იღბლის გაჭედვას, სასიცოცხლო ინტერესებისათვის ვიბრძვით.
ჩვენი მზიანია რის სხვლა და მუშაობა ხალხის საკეთილდღეოთ საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიის პროგრამით. ჩვენი მშრომელი ხალხი მხოლოდ მათთან გაერთიანებით, დემოკრატიული, საყოველთაო ფარული კენჭის ყრის მიცემით, დემოკრატიულ წყობილებების შემოღებით და განმტკიცებით იქნება ბედნიერი.
ხასან თხილაიშვილი
[სამუსლიმანო საქართველოს გამანთავისუფლებელი კომიტეტის ყოფილი წევრი
სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი]