ჯანმრთელობის დეპარტამენტი მალარიის წინააღმდეგ ზომებს ატარებს
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 9 ნოემბერი, N254
ჯანმრთელობის დეპარტამენტი
ჯანმრთელობის დეპარტამენტის მიერ დეპარტამენტის დირექტორის ს. დ. ჯაფარიძის ინიციატივით მალარიასთან საბრძოლველად ექსპედიცია არის გაგზავნილი. ექსპედიციას ექიმი სიმონ კანდელაკი მეთაურობს. წვიმიან შემოდგომის გამო ექსპედიციის წევრებს ძლიერ მძიმე პირობებში უხდება მუშაობა. ექსპედიცია დადის სოფლებში, და შინჯავს მცხოვრებლებს, ამასთანავე მუშავდება რიგი კონკრეტულ ზომებისა, რომელიც ამ ციებ-ცხელებიდან ადგილის გაჯანმრთელობისაკენ არის მიმართული.