გაზ. „სამუსლიმანო საქართველო“: საქართველოს 1921 წლის საშობაო ნატვრა
გაზ. სამუსლიმანო საქართველო, 1921 წლის 7 იანვარი, N498
საშობაო ნატვრა
დღეს დედა საქართველოს სარწმუნოებრივი უქმეა.
სასულიერო საქართველო იგონებს ქრისტეს შობას.
თანამედროვე ცხოვრების პირობებში ქართველი მამულიშვილთათვის და მათთან ერთად მუსლიმან ქართველებისათვის, როგორც არა ქრისტიანთათვის, დღევანდელ დღეს დიდი მნიშვნელობა არა აქვს.
საქართველოს უდიდესი ნაწილი დღევანდელ დღეს უფრო წინაპართა პატივისცემით თუ მოიგონებს, როგორც მათ ტრადიციულ უქმე დღეს.
დიდი ხანი არ არის მას შემდეგ რაც ქართველი მამულიშვილნი დღევანდელ დღეს ააშკარავებდნენ ნანატრ იდეას და საქართველოს პოლიტიკურ შობაზე უფრო ოცნებობდნენ.
დღევანდელ მამულიშვილს ესეც აღარ აქვს სანატრელი. იგი უკვე ამ ბედნიერებას ეზიარა. მაისის 26-ს მან იხილა საქართველოს პოლიტიკური შობა და ეს დღე დღესასწაულათ გაიხადა.
დღევანდელი მამულიშვილი ბედნიერია იმითაც, რომ დღეს საქართველოსთან არიან მისი უმცროსი ძმები მუსლიმანი ქართველები.
ქართველი მამულიშვილთათვის არა ნაკლებ სათაყვანო დღედ გახდება ივლისის 7. ეს ის დღეა როდესაც სამუსლიმანო საქართველო თავის დედას დაუბრუნდა.
მაგრამ არის კიდევ ერთი დღე რომლის ნატვრა ჩვეულებისამებრ შეუძლიან დღევანდელ დღეს, ქართველ მამულიშვილს.
ეს გახლავთ, დღე ევროპის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებისა იურიდიულად.
ქართველი მამულიშვილნი მოულოდნელად ელია ამ დღეს და ჩენ ვინატრიდით, რომ საქართველო მალე ასეთს პოლიტიკურ შობასაც შესწრებოდეს.
ვინატროთ ეს დღე!