იანვარი, 1921: სამხედრო მინისტრმა ჯარში წესრიგის დარღვევისათვის 31 სამხედრო დასაჯა
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1921 წლის 2 თებერვალი, N24
სამხედრო სამინისტროში
სამხედრო მინისტრმა უკანასკნელი 2 თვის განმავლობაში ჯარის ნაწილების დათვალიერების დროს შემჩნეულ უწესობისათვის და რევიზიით აღმოჩენილ ბოროტმოქმედებისათვის სამხედრო სამსახურიდან დაითხოვა: სხვადასხვა ბოროტმოქმედებისათვის პასუხისგებაში მიცემით 11 ოფიცერი, და ჯარისკაცების მოქმედებით შეურაცხყოფისათვის 2. დისციპლინარულად დასაჯა დაპატიმრებით 12, განკიცხვით 5. გარდა ამისა ბრძანების აუსრულებლობისათვის პასუხისგებაში მიეცა ერთი ჯარისკაცი.