ამერიკელი სენატორები: ქართველი ხალხი იმსახურებს კანონის უზენაესობას, დამოუკიდებელ სასამართლოს
აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის უმცირესობის ლიდერმა, რესპუბლიკელმა სენატორმა ჯიმ რიშმა და ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების ქვეკომიტეტის თავმჯდომარემ, დემოკრატმა სენატორმა ჯინ შაჰინმა საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის კვალდაკვალ 19 თებერვალს განაცხადეს, რომ „ქართველი ხალხი იმსახურებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიას, პატიოსან და დამოუკიდებელ სასამართლოს“.
„გასული წლების განმავლობაში საქართველოს ოფიციალურ პირებთან პოლიტიკური დევნის საკითხი არაერთხელ წამოვწიეთ“, თქვეს სენატორებმა და დასძინეს: „თუმცაღა მოხარულები ვართ ოპოზიციის ლიდერის ნიკა მელიას დაკავების [ბრძანების] გაუქმებით, მსგავსი პოლიტიკური დევნა-დაკავებები არასდროს უნდა ხდებოდეს“.
სენატორებმა მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას დიალოგის განახლებისაკენაც მოუწოდეს და ხაზი გაუსვეს, რომ ამ დიალოგით მხარეებმა პოლიტიკური ვითარების დეესკალაციას უნდა შეუწყონ ხელი.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)