მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა თანამდებობა დატოვა
ნიკა მელიას დაკავებაზე გუნდთან არსებული უთანხმოების გამო გიორგი გახარიას გადადგომიდან 6 დღეში, თანამდება მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახაბერ ქემოკლიძემაც დატოვა.
„ზუსტად 10 წლიანი აქტიური, უზომოდ დინამიური და გამოწვევებით სავსე სამსახურის შემდეგ უნდა დაგემშვიდობოთ, როგორც საჯარო მოხელე და ყოფილი უსაფრთხოების ოფიცერი“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში და მიცემული შესაძლებლობისთვის აწ უკვე ყოფილ პრემიერს „განსაკუთრებული“ მადლობა გადაუხადა.
კახაბერ ქემოკლიძე მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად გიორგი გახარიამ 4 თებერვალს დანიშნა. მან პოსტზე ნათია მეზვრიშვილი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 2020 წლის ნოემბერში დატოვა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გადანაცვლებამდე, ქემოკლიძე ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსი იყო. უფრო ადრე კი – მას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში სხვადასხვა მმართველი თანამდებობა ეკავა.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)