სოციალ-ფედერალისტური პარტიის მთავარი კომიტეტი გაზეთ „სოციალისტ-ფედერალისტს“ ემიჯნება
გაზ. კომუნისტი, 1921 წლის 17 მარტი, N38
ქრონიკა
[1921 წლის თებერვლიდან, ოკუპაციის მიმდინარეობისას სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიას გამოეყო მემარცხენე ფრაქცია შალვა ნუცუბიძისა და თევდორე ღლონტის ხელმძღვანელობით. აღნიშნული ფრაქცია 1921 წლის 27 თებერვალს საჯაროდ აცხადებდა, რომ მოხარული იყო საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებით და გამოხატავდა ერთგულებას მისდამი. ამავდროულად ფედერალისტური პარტიის მთავარი კომიტეტის წევრები, მათ შორის პარტიის დამფუძნებლები გიორგი ლასხიშვილის ხელმძღვანელობით ჩართული იყვნენ საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში და თანამშრომლობდნენ დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობასთან. – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].
საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა პარტიის მთავარი კომიტეტის გვთხოვს გამოვაცხადოთ შემდეგი:
„გაუგებრობის თავიდან ასაცილებლად საყოველთაოდ და ამხანაგების ყურადსაღებად ვაცხადებთ, რომ გაზეთი „სოციალისტ-ფედერალისტი“, როგორც ქართული, ისე რუსული არ არის საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის მთავარი კომიტეტის ორგანო“.