ესპანეთი კატალონიელ სეპარატისტებს შეიწყალებს
(მადრიდი, 15 ივნისი) ესპანელი ჟურნალისტების ცნობით, იუსტიციის სამინისტრომ დაასრულა პროცედურები 2017 წელს კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის უკანონო გამართვისათვის მსჯავრდებული კატალონიელი სეპტარატისტების შესაწყალებლად. ფინანსთა მინისტრმა მარია ხესუს მონტერომ დაადასტურა, რომ გამზადებული გადაწყვეტილება პრემიერ მინისტრ პედრო სანჩესის მაგიდაზეა. სავარაუდო თარიღებად 29 ივნისი ან 6 ივლისი სახელდება. 2017 წლის მოვლენებში მონაწილეობისთვის სულ 12 სეპარატისტი ლიდერი გაასამართლეს, მათგან ცხრა უკვე სამ წელზე მეტია იხდის სასჯელს. შეწყალებით მთავრობა ცდილობს კატალონიასთან დაძაბულობა შეამსუბუქოს. ესპანელები ერთმნიშვნელოვნად არ აფასებენ ამ ნაბიჯს – დედაქალაქში შეწყალების წინააღმდეგ დემონსტრაციებიც გაუმართავთ.