საქართველოს ხელმძღვანელმა პირებმა ფაშინიანს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცეს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, ნიკოლ ფაშინიანს 2021 წლის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების წარმატებით ჩატარება მიულოცა, სადაც ფაშინიანის პარტიამ – „სამოქალაქო შეთანხმება“ ხმების 53.92% მიიღო.
21 ივნისს Twitter-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში პრემიერ-მინისტრმა სომხეთის ახალ მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვა.
I extend warmest congratulations to 🇦🇲 PM @NikolPashinyan on handling succesful elections & victory of #CivilContractParty according to the preliminary results. I wish all success ahead. I look forward to working closely with new 🇦🇲 Government.
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) June 21, 2021
სომეხ ხალხს წარმატებული არჩევნები იმავე დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმაც მიულოცა და აღნიშნა, რომ იგი დარწმუნებულია, რომ სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები „კიდევ უფრო გაძლიერდება“.
Congratulations to the Republic of #Armenia & people of 🇦🇲 on successful ellections! Confident that 🇬🇪-🇦🇲 ties will get even stronger. Looking forward to closer cooperation.
— David Zalkaliani (@DZalkaliani) June 21, 2021
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)