ლელომ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები დაასახელა

პარტიამ ლელო საქართველოსთვის 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის დედაქალაქის საკრებულოს წევრობისთვის ათივე მაჟორიტარულ ოლქში კანდიდატები დაასახელა.

„2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად ქართული ოცნება არა მხოლოდ ბევრად დაბლა უნდა დავტოვოთ 43%-იან ზღვარზე, არამედ [ის] დაუყოვნებლივ უნდა ჩამოვაშოროთ ადგილობრივი მმართველობითი ორგანოების ერთპარტიულ მართვას“, – თქვა ლელოს ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და პარლამენტის დეპუტატმა ბადრი ჯაფარიძემ, რომელიც ლელოს დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატია.

ბადრი ჯაფარიძემ, რომლიც პარტიის საკრებულოს პორპორიული სიის პირველი ნომერიცაა, აღნიშნა, რომ ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ქვეყანაში დასრულდეს „კორუფცია, ნეპოტიზმი და არაკომპეტენტური გადაწყვეტილებები“. „ეს იმისთის, რომ ჩვენს ქვეყანაში დაისადგუროს სტაბილურობამ და ჩვენ გადავიდეთ კოალიციური ტიპის მმართველობაზე“, – დასძინა მანვე.

ქვემოთ, დედაქალაქის მასშტაბით, ლელოს საკრებულოს წევრობის მაჟორიტარობის კანდიდატებია წარმოდგენილი:

  • მთაწმინდა – საბა ბუაძე;
  • კრწანისი – თაზო დათუნაშვილი;
  • ვაკე – დეა მეტრეველი;
  • საბურთალო – ვატო სურგულაძე;
  • ნაძალადევი – ნიკა ჩერქეზიშვილი;
  • ისანი – ლანა გალდავა;
  • დიდუბე – დიტო აბაშიძე;
  • სამგორი – გულიკო ზუმბაძე;
  • ჩუღურეთი – კახა ჟღენტი;
  • გლდანი – თამარ ადამია.

დასახელებული კანდიდატებიდან ოთხი ქალია. ლელოს სახელით დედაქალაქის მერობისთვის 35 წლის ურბანისტი და არქიტექტორი ანა ბიბილაშვილი იბრძოლებს. მისი კანდიადტურა ლელოს ლიდერებმა 23 აგვისტოს წარადგინეს.


პარლამენტის მიერ საარჩევნო კოდექსში 28 ივნისს მიღებული ცვლილებების თანახმად, დედაქალაქის 50-წევრიანი საკრებულოდან 40 პროპორციული, 10 კი – მაჟორიტარული წესით აირჩევა. მანამდე ეს პროპორცია 25/25-ზე იყო.

2 ოქტომბრის არჩევნებმა ქვეყანაში ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ბედი უნდა გადაწყვიტოს. მმართველ პარტიასა და ოპოზიციის ნაწილს შორის 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების თანახმად, იმ შემთხვევაში, თუკი შემოდგომაზე ქართული ოცნება პროპორციულ ნაწილში ხმების 43%-ს ვერ მოაგროვებს, 2022 წელს ქვეყანაში რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები უნდა დაინიშნოს. თუმცა, საგულისხმოა, რომ რომ ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შეთანხმება ცალმხრივად დატოვა და თქვა, რომ ის ანულირებულია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)