ნატოს ახალმა სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში ვიზიტი დაასრულა
სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის ახლადდანიშნულმა სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ 20 ოქტომბერს საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრებით დაასრულა.
„ნატო საქართველოს ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების ერთგულია“, – დაწერა სპეციალურმა წარმომადგენელმა Facebook-ზე ვიზიტის შეჯამებისას.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, 20 ოქტომბერს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ნატოს ღია კარის პოლიტიკასა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს ინტეგრაციის პროცესზე იმსჯელეს. ამავე ინფორმაციით, აღინიშნა, რომ ნატოს 2022 წლის სამიტი „იქნება კარგი შესაძლებლობა, სათანადოდ შეფასდეს საქართველოს პროგრესი“.
მხარეებმა ასევე განიხილეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, თანამშრომლობა შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით და ერთობლივი წვრთნები საქართველოსა და ალიანსს შორის.
Fruitful meeting w/@JavierColominaP on the importance of #NATO-🇬🇪 enhanced partnership, Black Sea security & 🇬🇪's commitment to support its allies in pursuit of global security. Confident that 🇬🇪's progress on its reform agenda will soon result in our membership in the alliance. pic.twitter.com/ds2BPwLOb0
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) October 20, 2021
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 20 ოქტომბერს, თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან შეხვედრაზე, მხარეებმა თავდაცვის ტრანსფორმაციის ფარგლებში განხორციელებული რეფორმები და პრიორიტეტები განიხილეს, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ძირითად მიმართულებებს, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოებასა და განახლებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ინიციატივების განხორციელებას.
სპეციალური წარმომადგენელი თბილისში ბაქოდან ჩამოვიდა. საქართველოდან იგი ვიზიტს ერევანში განაგრძობს.
ასევე წაიკითხეთ:
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)