დავიდ თაბორი საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელობას შეხვდა
აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის მეთაური, გენერალ-მაიორი დავიდ თაბორი დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს და თავდაცვის ძალების მეთაურს, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს შეხვდა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გენერალ-მაიორ დევიდ ტაბორის საქართველოში ვიზიტი აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის ვიზიტისას ორ ქვეყანას შორის გაფორმებული საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის განხორციელების პრაქტიკული ნაბიჯია და საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების შემდგომ განვითარებას ისახავს მიზნად.
საქართველოს თავდაცვის უწყების ცნობით, დავიდ თაბორიმ და ჯუანშერ ბურჭულაძემ სპეციალური ოპერაციების ძალებში მიმდინარე და დაგეგმილი მოდერნიზაციის პროცესი და საქართველო-აშშ-სშორის თავდაცვის სფეროში მიმდინარე ერთობლივი პროექტები განიხილეს.
აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობამ Twitter-ზე დაწერა, რომ გენერალ-მაიორმა თაბორიმ მინისტრ ბურჭულაძესთან შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის ძალების პრიორიტეტები და სრული თავდაცვის ფარგლებში წინააღმდეგობის კონცეფციის მიმართ მთავრობის მიდგომა განიხილეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსვე ცნობით, დღესვე, აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის მეთაურმა გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან შეხვედრაზე საქართველოსა და აშშ-ის ევროპის სარდლობას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე გაამახვილეს ყურადღება. გენერალ-მაიორმა მათიაშვილმა საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების განვითარებისა და მოდერნიზაციის პროცესში ერთობლივი სწავლებების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
#HappeningNow SOCEUR Command team meets with 🇬🇪 Georgia’s Chief of Defense MG Giorgi Matiashvili to discuss continued partnership, vision of resistance operating concept and future military cooperation. #SoFinEurope #StrongerTogether pic.twitter.com/z6AQDk5BpQ
— US Spec Ops Europe (@US_SOCEUR) November 16, 2021
გენერალ-მაიორი თაბორი დღეს საქართველოს სპეციალური ოპერაციების ძალების სამეთაურო ჯგუფსაც შეხვდა. „თავსებადობა უფრო მეტია, ვიდრე სამხედრო სიტყვა. ეს არის უნარი იმუშაო პარტნიორებთან ერთად მზადყოფნის გასაძლიერებლად და [მოწინააღმდეგის მხარეს] ლეტალობის გასაზრდელად “, – დაწერა აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობამ Twitter-ზე.
დღევანდელი შეხვედრების შემდეგ, სარდლობამ აღნიშნა, რომ „რამდენადაც წინ მივდივართ წარსულის გაკვეთილების გამოყენებაში, ჩვენ ასევე უზრუნვევყოფთ, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები იყვნენ სრულად მომზადებულნი, რომ მათ ხელთ არსებული ინსტრუმენტები სათანადოდ გამოიყენონ , არა მხოლოდ ოკუპაციასთან წინააღმდეგობის გაწევის, არამედ აგრესიის შესაჩერებლად“.
გენერალ-მაიორი თაბორი თბილისს 15 ნოემბერს ეწვია. ეს მისი პირველი ვიზიტია საქართველოში.
ასევე წაიკითხეთ:
- საქართველოს აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის მეთაური სტუმრობს
- აშშ-ის სპეციალური ოპერაციების ევროპის სარდლობის მეთაურის მოადგილე თბილისს სტუმრობს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)