ირაკლი ღარიბაშვილს კორონავირუსის ომიკრონის შტამი დაუდასტურდა
საქართველოს მთავრობის ცნობით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს გეგმური ტესტირებისას კორონავირუსის ომიკრონის შტამი დაუდასტურდა.
ამავე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი, რომელიც სრულადაა აცრილი კოვიდ-19-ის წინააღმდეგ, თავს კარგად გრძნობს და მუშაობას დისტანციურად აგრძელებს.
31 იანვრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში (ოკუპირებული რეგიონების გამოკლებით) კოვიდინფიცირების რეკორდულად მაღალი, 151 139 აქტიური შემთხვევაა, რომელთაგანაც 13 150 მხოლოდ გუშინ, კვირას გამოვლინდა.
პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილს ვირუსით შარშან აპრილშიც იყო ინფიცირებული.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)