500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა სექტემბრიდან დაიწყება
საქართველო თურქეთთან დამაკავშირებელი ახალი 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობას იწყებს, რაზეც 220 მლნ ევრო დაიხარჯება.
”პროექტი წარმოადგენს საქართველოს ძირითადი 500კვ-იანი გადამცემი ხაზის სისტემისა და მასთან მიმატებული 2 ახალი, 500კვ-იანი შემაერთებელი ხაზის აღწერილობას, რომელიც აერთიანებს გარდაბანსა და ზესტაფონს თურქეთის საზღვართან მდებარე ახალ, 500კვ-იან ქვესადგურთან ახალციხეში,”- ნათქვამია საქარართველოს ენერგეტიკის სამინისტროს პრეს-რელიზში.
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველის სულხან ზუმბურიძის განცხადებით, საქართველო შეძლებს 10-ჯერ მეტი სიმძლავრის ელექტროენერგიის გატანას ექსპორტზე და გაზრდის ელექტროენერგიით ვაჭრობის საშუალებას კავკასიის ქვეყნებს შორის.
ამ პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა, სადაც აღნიშნა, რომ ახალი ელექტროგადამცამი ხაზის მშენებლობა სექტემბერში დაიწყება და 2012 წელს დასრულდება. ამ მშენებლობის თანადამფინანსებლები იქნებიან რეკონსტრუქციისა და განვითარების ევროპული ბანკი (EBRD), გერმანიის განვითარების საკრედიტო ბანკი (KFW) და ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB).
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)