73 მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატისთვის 800–ზე მეტი კანდიდატი იბრძოლებს
29 სექტემბრის მდგომარეობით, 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე 73 ერთმანდატიან ოლქში 800–ზე მეტი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყრის კენჭს.
კანდიდატების რაოდენობა თითოეულ ერთმანდატიან ოლქში 6–დან 16–მდე მერყეობს.
კანდიდატმა ხმების 50%–ზე მეტი უნდა მიიღოს პირველივე ტურში გამარჯვების მისაღწევად; წინააღმდეგ შემთხვევაში, პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25 დღისა მეორე ტური უნდა გაიმართოს ორ საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატს შორის გამარჯვებულის გამოსავლენად.
ბარიერის 30%–დან 50%–მდე აწევამ ასევე გაზარდა მეორე ტურების შანსები.
პარტია ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას 73–დან 72 ერთმანდატიან ოლქში ყავთ კანდიდატები; შემდეგ მოდის პატრიოტთა ალიანსი – 71 ოლქი და „თავისუფალი დემოკრატები“ – 63 ოლქი.
მაჟორიტარი დეპუტატობის მანდატებისთვის 53 დამოუკიდებელი კანდიდატი იბრძოლებს. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს შორის 136 ქალია.
საქართველოში მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემით, 77 დეპუტატი 150-წევრიან პარლამენტში პროპორციული წესით ირჩევა იმ პარტიების სიებიდან, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 5%-იან ბარიერს დაძლევენ. დანარჩენი 73 მაჟორიტარი კი ერთმანდატიან ოლქებში აირჩევა.
ქვემოთ მოცემულია მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების სია 73 ერთმანდატიან ოლქში, ასევე პარტიების სახელწოდებათა ბმულებზე მოცემულია მათი პროპორციული სიები.
თბილისის ოლქები
№1 მთაწმინდა
- ნიკა რურუა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; 2008–2012 წლებში იგი კულტურის მინისტრი იყო;
- კოკა ფრუიძე – თავისუფალი დემოკრატები; 2004–2010 წლებში ის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე იყო;
- ლადო კახაძე – ბლოკი პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის;
- დეპუტატი თამარ კორძაია – რესპუბლიკური პარტია;
- ლადო სადღობელაშვილი – ბლოკი პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიცია;
- გრიგოლ (გიგლა) ბარამიძე – ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“;
- ქეთევან ახობაძე – ეროვნული ფორუმი;
- თენგიზ რუხაძე – თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის;
- დავით თევზაძე – საქართველოს მშვიდობისთვის; იგი 1998 წლიდან 2004 წლამდე თავდაცვის მინისტრი იყო;
- ნანა ლევიძე – საარჩევნო ბლოკი „ჩვენები – სახალხო პარტია";
- გეგა ხვედელიძე – ქართული იდეა;
- ვაჟა მთავრიშვილი – საქართველო;
- ლევან ჯოხაძე – დამოუკიდებელი კანდიდატი;
- სალომე ზურაბიშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატი, რომელსაც მხარს უჭერს მმართველი პარტია ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო; 2004–2005 წლებში ის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო;
- გიორგი სულხანიშვილი – ლეიბორისტული პარტია (მოხსნილია).
№2 ვაკე (ჭავჭავაძის გამზირი მიმდებარე ქუჩებით, წყნეთი)
- ბიძინა გეგიძე – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო; ის ყოფილი რაგბისტია, რომელიც 1995–2004 წლებში საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი იყო; შემდეგ ის თბილისის საკრებულოს წევრი იყო;
- ელენე ხოშტარია – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; ამ პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს იგი ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო;
- დეპუტატი ვიქტორ დოლიძე – თავისუფალი დემოკრატები;
- კახა ნუცუბიძე – ბლოკი პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიცია;
- გიორგი ხეჩინაშვილი – ეროვნული ფორუმი;
- ირინე ჩხენკელი – ბლოკი "მრეწველები, ჩვენი სამშობლო";
- მაია პაჭკორია – ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა;
- ნატაშა ჭელიძე – საქართველოს კომუნისტური პარტია;
- ზურაბ შარია – საარჩევნო ბლოკი „ჩვენები – სახალხო პარტია”;
- ჰამლეტ გეგია – დამოუკიდებელი კანდიდატი;
- გია ფაცურია – დამოუკიდებელი კანდიდატი;
- დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე – ბლოკი პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის (მოხსნილია);
- ია მეტრეველი – თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის (მოხსნილია);
- მირიან მირიანაშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატი (მოხსნილია).
№3 ვაკე (ბაგები, ვაჟა-ფშაველას კვარტლების, ნუცუბიძის მიკრორაიონების უმეტესობა)
- ზაზა ხუციშვილი – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო; მუსიკოსი და ჯგუფ „ვაკის პარკის“ სოლისტი;
- დეპუტატი პეტრე ცისკარიშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
- გია ბეზარაშვილი – ბლოკი პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის;
- დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი – რესპუბლიკური პარტია;
- გია ნუცუბიძე – თავისუფალი დემოკრატები; 2004–2006 წლებში ის დეპუტატია, სანამ კორუფციის ბრალდებით უფლებამოსილება შეუჩერდებოდა;
- კახა კორძაია – ბლოკი პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიცია;
- დავით წერეთელი – ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“;
- ლეილა გაფრინდაშვილი – ლეიბორისტული პარტია;
- გოჩა მსხილაძე – ეროვნული ფორუმი;
- მერაბ ნინიკაშვილი – თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის;
- ლამარა გიორგაშვილი – პროგრესულ–დემოკრატიული მოძრაობა;
- როინ ლიპარტელიანი – „ზვიადის გზა – უფლის სახელით”.
№4 საბურთალო (დიდი დიღომი, სოფელი დიღომი, ვაშლიჯვარი, ვეძისი)
- მამუკა მდინარაძე – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო; ის ადვოკატი იყო, სანამ მმართველი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი გახდებოდა 2016 წლის მაისში;
- ჯარჯი დოლიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; ის ნაციონალური მოძრაობის საბურთალოს ოფისის ხელმძღვანელია;
- ალექსი პეტრიაშვილი – თავისუფალი დემოკრატები; ის ორი წლის მანძილზე სახელმწიფო მინისტრი იყო ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში, სანამ თავისუფალი დემოკრატები კოალიცია ქართულ ოცნებას დატოვებდა 2014 წლის ნოემბერში;
- ალეკო ამზაშვილი – ბლოკი პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიცია;
- დეპუტატი თამარ ხიდაშელი – რესპუბლიკური პარტია;
- სოფიკო გუგავა – ლეიბორისტული პარტია;
- შორენა ბუხრაშვილი – ეროვნული ფორუმი;
- ზაალ ჩაჩუა – ბლოკი "მრეწველები, ჩვენი სამშობლო";
- ლია ლომთათიძე – თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის;
- ჯონდი ბაღათურია – ქართული დასის ლიდერი;
- ჯემალ კვანტალიანი – საარჩევნო ბლოკი „ჩვენები – სახალხო პარტია”;
- კობა კობახიძე – დამოუკიდებელი კანდიდატი;
- თამარ კერძევაძე – დამოუკიდებელი კანდიდატი;
- ტატო ჯანაშია – ბლოკი პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის (მოხსნილია).
№5 საბურთალო (ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის გამზირები მიმდებარე ქუჩებით)
- ნინო გოგუაძე – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო; ის 6 წლის მანძილზე ცესკოს წევრი იყო კონსერვატიული პარტიიდან; 2014–2016 წლებში იგი თბილისის საკრებულოს წევრი იყო;
- გია როინიშვილი – მსახიობი, რომელიც კენჭს ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან იყრის;
- დეპუტატი დავით ონოფრიშვილი – თავისუფალი დემოკრატები;
- დავით ზურაბიშვილი – რესპუბლიკური პარტია; იგი თბილისის საკრებულოს წევრია;
- ზაზა მამალაძე – ბლოკი პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიცია;
- მიხეილ კაჭკაჭიშვილი – ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“;
- რევაზ შავიშვილი – ეროვნული ფორუმი;
- ვასილ კეჟრიშვილი – თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის;
- ივანე ჩოლოყაშვილი – საქართველოს მშვიდობისთვის;
- ანზორ საკანდელიძე – ქართული იდეა;
- გიორგი ლორთქიფანიძე – საარჩევნო ბლოკი „ჩვენები – სახალხო პარტია”;
- ნინო ტუღუში – მემარცხენე ალიანსი;
- გობრონ წერეთელი – „ზვიადის გზა – უფლის სახელით”;
- ლევან ჩოლოყაშვილი – ბლოკი პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის (მოხსნილია).
№6 საბურთალო (პეკინის გამზირი მიმდებარე ქუჩებით, სპორტის სასახლის მიმდებარე ქუჩები)
- ლევან გოგიჩაიშვილი – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო;
- სევდია უგრეხელიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; თბილისის საკრებულოს წევრი;
- მამუკა კაციტაძე – ბლოკი პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის;
- დავით უსუფაშვილი – რესპუბლიკური პარტია; მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე;
- დეპუტატი შალვა შავგულიძე – თავისუფალი დემოკრატები;
- მიხეილ ხომერიკი – ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“;
- თამარ ბარაბაძე – ბლოკი პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიცია;
- თამაზ შიოშვილი – ლეიბორისტული პარტია;
- მაგული ლიპარტელიანი – ეროვნული ფორუმი;
- ალექსანდრე ბრეგაძე – ქართული იდეა;
- ავთანდილ ჯოხაძე – თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის;
- გიორგი ლილუაშვილი – საქართველო;
- ნანა თხელიძე – საარჩევნო ბლოკი „ჩვენები – სახალხო პარტია”;
- ვიქტორ მეძმარიაშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატი.
№7 კრწანისი
- ბექა ოდიშარია – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო; ის ნავთობისა და გაზის მომპოვებელი კომპანიის ჯინდალ პეტროლეუმ ჯორჯიას დირექტორი და ლატვიის საპატიო კონსულია საქართველოში;
- ირაკლი აბესაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; თბილისის საკრებულოს წევრი;
- სოფიო გიორგაძე – ბლოკი პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის;
- ალუდა გოგლიჩიძე – თავისუფალი დემოკრატები;
- ბეჟან ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია;
- მერაბ ჭიქაშვილი – ბლოკი პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიცია;
- გიორგი ახვლედიანი – ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“;
- ლევან გველესიანი – თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის;
- ანა კანდელაკი – საქართველოს კომუნისტური პარტია;
- დიმიტრი ივანოვი – საქართველოს მშვიდობისთვის;
- გიორგი გვიმრაძე – საქართველო;
- ბექა ცქიფური – ქართული იდეა;
- თამარ ბოყოველი – საარჩევნო ბლოკი „ჩვენები – სახალხო პარტია”;
- ზურაბ გოხაძე – მემარცხენე ალიანსი;
- მანანა აფხაძე – დამოუკიდებელი კანდიდატი.
№8 ისანი (ვაზისუბანი, მე-3 მასივისა და ვარკეთილის ნაწილი)
- ირაკლი აბუსერიძე – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო; 2000-2013 წლებში საქართველოს რაგბის ნაკრების წევრი და თბილისის საკრებულოს წევრი 2014–2016 წლებში;
- გიორგი ონიანი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
- სერგო ჩიხლაძე – ბლოკი პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის;
- გიორგი ბენაშვილი – ბლოკი პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიცია;
- თენგიზ ხეჩიკაშვილი – თავისუფალი დემოკრატები;
- ბესო ჩუბინიძე – ეროვნული ფორუმი;
- მადონა კანდელაკი – თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის;
- გოჩა შოშიაშვილი – საქართველო;
- არტურ სარკისიანი – საარჩევნო ბლოკი „ჩვენები – სახალხო პარტია”;
- ბაკურ სვანაძე – მემარცხენე ალიანსი;
- ირაკლი პეტრიაშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატი; იგი საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების ხელმძღვანელია.
№9 ისანი (ავლაბარი)
- დავით ჭიჭინაძე – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო; 1999–2004 წლებში ის დეპუტატი იყო;
- ბესიკ კვიციანი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
- გიორგი გოგილაშვილი – თავისუფალი დემოკრატები;
- ნონა ფილაური – ბლოკი პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიცია;
- თეიმურაზ მჭედლიშვილი – ლეიბორისტული პარტია;
- ნინო ჭეიშვილი – ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა;
- ლია სტრიჟაკი – ეროვნული ფორუმი;
- ტრისტან წითელაშვილი – ბლოკი "მრეწველები, ჩვენი სამშობლო";
- დეპუტატი ნანა ყეინიშვილი – საარჩევნო ბლოკი „ჩვენები – სახალხო პარტია”;
- ელენე გოგებაშვილი – თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის
- ალექსი გაბუნია – პროგრესულ–დემოკრატიული მოძრაობა
- ედგარ ბარსეგიანი – ბლოკი პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის (მოხსნილია).
№10 ისანი (ისნის მეტროს მიმდებარე ტერიტორია, საავიაციო ქარხნის მიმდებარე დასახლება)
- ბექა ნაცვლიშვილი – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო; თბილისის საკრებულოს წევრი;
- დეპუტატი ზაზა კედელაშვილი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
- თეონა ჭალიძე – ბლოკი პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის;
- ვაჟა მახარაშვილი – ბლოკი პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიცია;
- ქეთევან ენუქიძე – თავისუფალი დემოკრატები;
- გურანდა გაჩეჩილაძე – ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა;
- გიორგი რაზმაძე – რესპუბლიკური პარტია;
- ზვიად გელაშვილი – ბლოკი "მრეწველები, ჩვენი სამშობლო”
- ვაჟა მოთიაშვილი – თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის;
- გურამ ფოჩხუა – საქართველოს კომუნისტური პარტია;
- ირინა რუხაძე – მშრომელთა სოციალისტური პარტია;
- ლილი პეტრიაშვილი – საარჩევნო ბლოკი „ჩვენები – სახალხო პარტია”;
- თამარ ვარდანაშვილი – პროგრესულ–დემოკრატიული მოძრაობა;
- დავით ჟღენტი – დამოუკიდებელი კანდიდატი
- სოფიო ბენიძე – ეროვნული ფორუმი (მოხსნილია).
№11 სამგორი (ვარკეთილის ნაწილი, სოფელი პატარა ლილო)
- გიორგი მოსიძე – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო;
- ირაკლი ნადირაძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა; ამჟამად ის თბილისის საკრებულოს წევრია;
- ლევან ხაბეიშვილი – ბლოკი პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის;
- გურამ როსტიაშვილი – თავისუფალი დემოკრატები;
- მიშა ცილიკიშვილი – ბლოკი პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიცია;
- ტატო მორჩილაძე – ლეიბორისტული პარტია;
- ალექსანდრე რიჟამაძე – ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა;
- რამაზ ჭანტურია – ეროვნული ფორუმი;
- ვალერიან კოპალიანი – თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის;
- ინგა ხაჩირაშვილი – ქართული იდეა;
- ნიკოლოზ ბიჭიკაშვილი – საქართველოს კომუნისტური პარტია;
- ურუზმაგ ქარქუსოვი – საარჩევნო ბლოკი „ჩვენები – სახალხო პარტია”;
- იაგო გოგსაძე – საქართველოს მშვიდობისთვის.
№12 სამგორი (მოსკოვის გამზირი, მე-3 მასივის ნაწილი)
- მარიამ ჯაში – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო; ის ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა, რომელიც სახელმწიფოს სოლიდარობის ფონდს ხელმძღვანელობს;
- დავით ჟღენტი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
- ლევან იოსავა – ბლოკი პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის;
- ბესიკ ბერიძე – თავისუფალი დემოკრატები;
- ვლადიმერ კვიტაშვილი – რესპუბლიკური პარტია;
- ზურაბ ბაქრაძე – ბლოკი პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიცია;
- გიორგი ჩიტაური – ლეიბორისტული პარტია;
- თეიმურაზ ბერაძე – ეროვნული ფორუმი;
- დარეჯან გუჯეჯიანი – ბლოკი „მრეწველები, ჩვენი სამშობლო”;
- ლაშა გოლუბიანი – თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის;
- რამაზ გადაბაძე – საარჩევნო ბლოკი „ჩვენები – სახალხო პარტია”;
- ირაკლი შიხიაშვილი – დამოუკიდებელი კანდიდატი; ის 2013–2014 წლებში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე იყო, შემდეგ კი 2016 წლის მარტამდე ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურს ხელმძღვანელობდა.
№13 სამგორი (ვარკეთილის ნაწილი, აეროპორტის დასახლება, სოფლები დიდი ლილო, მარტყოფი)
- დეპუტატი შოთა ხაბარელი – ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო; იგი 1980 წლის ოლიმპიური ჩემპიონია ძიუდოში; მოქმედ პარლამენტში ის კრწანისის მაჟორიტარი დეპუტატი იყო;
- გიორგი ხახნელიძე – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა;
- მარინა ბეკორაული – ბლოკი პაატა ბურჭულაძე-სახელმწიფო ხალხისთვის;
- ნონა თოდუა – თავისუფალი დემოკრატები;
- გურამ ფალავანდიშვილი – ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიული მოძრაობა“;
- ბეჟან გუნავა – ბლოკი პატრიოტთა ალიანსი-გაერთიანებული ოპოზიცია;
- ჯუმბერ გოგრიჭიანი – ლეიბორისტული პარტია;
- გოჩა კუპატაძე – ეროვნული ფორუმი;
- ნოდარ მეცხვარიშვილი – თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის;
- ვახტანგ ნატრაძე – საქართველოს მშვიდობისთვის;
- მორისონ ქობულია – პროგრესულ–დემოკრატიული მოძრაობა;
- ვარლამ ავალიშვილი – საქართველო;
- რობერტ წიქარიშვილი – ქართული იდეა;
- ბორის ოსეპიანი – საარჩევნო ბლოკი „ჩვენები – სახალხო პარტია”.
№14 ჩუღურეთი