75 მაჟორიტარის არჩევის წესს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს
დღეს პარლამენტმა 165 ხმით 2-ის წინააღმდეგ მესამე მოსმენით მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც 75 ოლქიდან თითო მაჟორიტარი დეპუტატის არჩევას ითვალისწინებს.
შედეგად, მანამდე კონსტიტუციით განსაზღვრული 50 მაჟორიტარი 75-მდე გაიზარდა, ხოლო პროპორციული წესით ასარჩევი 100 დეპუტატის რიცხვმა 75-მდე დაიკლო. ოპოზიციამ მწვავედ გააკრიტიკა ეს გადაწყვეტილება განაცხადა რა, რომ ეს ხელს აძლევს მმართველ პარტიას, რომელსაც მომავალ პარლამენტში უმრავლესობით მოსვლის გარანტიების შექმნა სურს.
მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ასევე მოიცავს საპარლამენტო არჩევნებზე 7%-იანი ბარიერის 5%-მდე შემცირების დებულებას.