დამფინანსებლები

სივილ ჯორჯიაში ვთვლით, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობის ერთ-ერთი საფუძველი ფინანსური სტაბულურობაა. ამის მიღწევას ორი გზით ვცდილობთ: პროექტის მშობელი გაეროს ასოციაცია თავის თავზე იღებს ძირითადი ხარჯების ნაწილს და ამით მის სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფს. დამატებით, ვცდილობთ მოვიზიდოთ დონორების საგრანტო დაფინასება ჩვენთვის საინტერესო თემებზე, დამატებითი სტატიების და ახალი იდეების განსავითარებლად.

საქართველოს გაეროს ასოციაცია – სივილ ჯორჯიას მშობელი ორგანიზაციაა და კვლავაც ფარავს საოპერაციო ხარჯების დიდ ნაწილს.

დემოკრატიის ეროვნული ფონდი (NED) ამერიკის შეერთებულ შტატების კერძო, არამომგებიანი ფონდია, რომელიც მსოფლიოს გარშემო დემოკრატიული ინსტიტუტების ზრდასა და განვითარებას ემსახურება. ყოველწლიურად, NED 1,600-ზე მეტ გრანტს გასცემს არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის 90-ზე მეტ ქვეყანაში. ეს ფონდი ჩვენს გამოცემას 2018 წლის ოქტომბრიდან უჭერს მხარს.

ფრიდრიხ ებერტის ფონდი (FES) გერმანიის უძველესი პოლიტიკური ფონდია, რომელიც 1925 წელს მისი დაარსებიდან სოციალ-დემოკრატიულ ტრადიციას ემსახურება. ფონდი ფრიდრიხ ებერტის, გერმანიის დემოკრატიულად არჩეული პირველი პრეზიდენტის სახელს ატარებს და მასვე უმადლის თავის ჩამოყალიბებას. თავისუფლება, სამართლიანობა და სოლიდარობა – ესაა ფონდის საკვანძო ღირებულებები. ებერტის ფონდი სივილ.გე-ზე მხარს უჭერს საქართველოს პირველი რესპუბლიკისადმი მიძღვნილ ქვე-პროექტს.

ტრანზიციის მხარდამჭერი პროგრამა (Transition Promotion Program) ჩეხეთის საგარეო სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერის ინსტრუმენტია, რომელიც 2005 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მიზანი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერაა, მათ შორის ჩეხეთის გამოცდილებით. ჩვენს გვერდზე ეს პროგრამა “ევროპის მოამბის” მხარდამჭერია.

წარსული დონორები:

შესაძლებლობების მშენებლობისა და ადრეული რეაგირების მექანიზმი (COBERM), ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს ოფისის მიერ. მათი დაფინასება საშუალებას გვაძლევს გავაფართოოთ კონფლიქტური რეგიონებიდან ახალი ამბების მიმოხილვა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)