საქართველო რუსეთს, აჭარაში სამხედროების თვითნებური გადაადგილებისთვის პასუხს თხოვს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საქართველოში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ოფიციალური ნოტა გადასცა, სადაც პროტესტია გამოთქმული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, რუსეთის სამხედროების უკანონო გადაადგილების თაობაზე. ნოტაში ნათქვამია, რომ უცხო ქვეყნის სამხედრო შენაერთის უკანონო გადააგილება სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე ყოვლად მიუღებელია და აღნიშნული ქმედებები უნდა იყოს შეთანხმებული ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებასთან, კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან.


ამ ფაქტთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო უწყება რუსეთისგან, რაც შეიძლებბა მოკლე ვადაში, ახსანა-განმარტებას მოითხოვს. ამასთან, როგორც ნოტაშია აღნიშნული, საქართველოსა და რუსეთს შორის სამხეთრო თემატიკაზე მოლაპარაკებები რთულად მიმდინარეობს და ასეთ ვითარებაში, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე სამხედრო შენაერთების თვითნებური გადაადგილება ხელს უშლის მოლაპარაკებათა პროცესს.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, ბათუმში განთავსებულმა რუსეთის სამხედრო ნაწილმა აჭარაში მდებარე გონიოს პოლიგონის გამოყენება დაიწყო. ამიერკავკასიაში რუსეთის საჯარისო დაჯგუფებაში განაცხადეს, რომ აღნიშნული ქმედება გეგმიური ღონისძიება იყო, რომლის დროსაც სამხედრო წვრთნები მოეწყო.

This post is also available in: English (ინგლისური)