სააკაშვილი დაუსაბუთებელი ქონების შესახებ კანონპროექტის სარეკლამო კამპანიას იწყებს
იუსტიციის სამინიტსტროს მიერ, აღნიშნული კანონპროექტის სარეკლამო კამპანიის დაწყების მიზეზი, ამ საკითხთან დაკავშირიებით შესაძლო სახალხო რეფერენდუმია, რომელის ჩატარებასაც მიხეილ სააკაშვილი იმ შემთხვევაში შეეცდება, თუ პარლამენტმა კანონპროექტი არ დაამტკიცა.
31 აგვისტოს, იუსტიციის მინისტრი წყნეთის მოსახლეობას შეხვდა და მათთან კანონპროექტის დამტკიცების აუცილებლობაზე ისუბრა. უახლოეს დღეებში დაგეგმილია მიხეილ სააკაშვილის სამეგრელოს რეგიონში გამგზავრება.
შეგახსენებთ, რომ კანონპროექტის მიხედვით, სახელმწიფო მოხელეებს უნდა ჩამოერთვათ ის ქონება, რომელიც მათ მიერ უკანონოდ არის შეძენილი. აღნიშნულ კანონპროექტს ხელისუფლებაში მრავალი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. განსაკუთრებულად კი კანონპროექტს, ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობსი მინისტრი ვანო ჩხარტიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე ეწინააღმდეგებიან.
This post is also available in: English (ინგლისური)