ევროპის საბჭო საქართველოსადმი წაყენებული მოთხოვნების შესრულების პროცესს აფასებს

დღეს ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს მიერ ევროპის საბჭოში შესვლისას ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესს შეაფასებს. მონიტორინგ ჯგუფის მოხსენება სექტემბრის ბოლოს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარედგინება.

მონიტორინგ ჯგუფის წევრები ორი დღის განმავლობაში ადგილზე ეცნობოდნენ საქართველოში არსებულ მდგომარეობას. აღსანიშნავია, რომ ნაკისრი ვალდებულების მიუხედავად საქართველოს დღემდე არ მიუღია კანონი ეროვნული უმცირესობების შესახებ.

მონიტორიგის კომიტეტის მოხსენებაში წარმოდგენილი იქნება მოსაზრებები საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კანონსა და საარჩევნო კოდექსზე.

This post is also available in: English (ინგლისური)