კორუფციაში დადანაშაულებული მინისტრი ლევან ბერძენიშვილს სასამართლოში უჩივის

ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრმა ვანო ჩხარტიშვილმა, ეროვნული ბიბლიოთეკის თავჯდომარის, ამავდროულად არასამთავრობო ორგანიზაცია “სამოქალაქო განვითარების საერთაშორისო ცენტრის” დამფუძნებლის ლევან ბერძენიშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ჩხარტიშვილი ბერძენიშვილს, ცილის წამებასა და ღირსების შემლახველი ცნობების გავრცელებაში სდებს ბრალს.

ჩხარტიშვილის განცხადებით, ბერძენიშვილის მიერ მისდამი ცილისწამება ცალკეულ ძალთა  პოლიტიკურ ზრახვებს ემსახურება, რასაც ბერძენიშვილი კატეგორიულად უარყოფს. აღსანიშნავია, რომ 8 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე, იუსტიციის მინისტრმა მიხეილ სააკაშვილმა ჩხარტიშვილს კორუფციაში დასდო ბრალი. მაშინ ეკონომიკის მინისტრს სასამართლოსთვის არ მიუმართავს.

This post is also available in: English (ინგლისური)